Saturday, February 13, 2010

Into The Wild Tour !


19 თებერვალს იწყება 30 Seconds To Mars-ის საერთაშორისო საკონცერტო ტური სახელწოდებით Into The Wild Tour.
ჯგუფი აპირებს იმოგზაუროს მთელი ევროპის მასშტაბით და იზრუნოს ფანების განწყობაზე ! თუმცა ამერიკელ ფანებს არ აქვთ ღელვის მიზეზი, რადგან ჯარედმა, MTV-სთან ინტერვიუზე თქვა, რომ 9 აპრილისთვის ჯგუფი დაბრუნდებოდა ჩრდილოეთ ამერიკაში და გამართავდა კონცერტს ლას ვეგასში.
მიუხედავად ჯგუფის არსებობის 10 წლეულზე მეტი დროისა და გამართული კონცერტებისა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, ჯარედის და ჯგუფის დანარჩენი წევრებისთვის ტურთან დაკავშირებული ღელვა არ შემცირებულა. ჯგუფმა წარმატებამდე დიდი გზა განვლო.


-ჩვენ გაგვიმართავს არც ისე ცოტა კონცერტი მცირე მსმენელისთვის, რომლის რაოდენობა ზოგჯერ 20 კაცსაც არ შედაგენდა და მათი უმრავლესობა იაფი სასმელით მეტად იყო დაინტერესებული, ვიდრე ჩვენი მუსიკით- იხსენებს ლეტო - რამდენიმე წლის წინ ერთ შოუზე 800 ადამიანი მოვიდა და ვერ ვიჯერებდით, ამ ტურის პირველი შოუსთვის კი 8 000 ბილეთი უკვე გაყიდულია, ხოლო მეორე დღისთვის ეს რაოდენობა შესაძლოა 11 000-ამდეც გაიზარდოს ! ჩემ ხმას უნდა მივხედო, ტურისთვის ფორმაში ყოფნა მომიწევს.


ტურის სახელწოდება ჯგუფის ერთერთი სიმღერის - The Mission - ტექსტიდანაა ამოღებული. ეს სიმღერა ლეტომ 1999 წელს დაწერა და პირველ ალბომში შეიტანა.
- როდესაც რაიმე გზას ადგები, ეს გავს რისკზე წასვლას, ამ ტურში შენ ეკიპაჟთან ერთად ხარ, რაც ჩვენ შემთხვევაში ჯგუფს მოიაზრებს, ჩვენ ერთად განვიცდით ამ გამორჩეულ გრძნობას და ვუზიარებთ მას მსმენელს, ეს განუმეორებელია - ამბობს ჯარედი.
-თან ტურის დროს ჰიგიენის მიღებული დონე ქვეითდება - დამცინავად დაამატა თომომ :D

No comments:

Post a Comment

ბლოგსაქექი