Tuesday, March 30, 2010

გილოცავთ მარსის დღეს !


 Capricorn –იდან K+Q მდე .. 30 SECONDS TO MARS 12 წლისაა !
დრო უცნაური მცნებაა, რომელიც წინდახედულობას და ინტუიციას ჩიხში აქცევს. 12 წლის წინ ახალგაზრდა, შემოქმედ ძმებს მხოლოდ ოცნებად თუ წარმოუდგებოდათ საკონცერტო ტურებით მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და 1000ობით მასპინძლის თავდავიწყებული სიყვარული მათდამი.
ისინი არიან წყნარები, არანორმალურები, ნიჭიერები, ზოგჯერ თავზეხელაღებულნი, ხშირად – წინდახედულნი, ერთიანი,  ძლიერი და მეოცნებენი ! უყვართ ყველა და უყვართ ამ გრძნობის გამოხატვა.. 

  

ყველაფერი უბრალოდ დაიწყო.. იყო ერთი ჭკვიანი ბიჭი, რომელმაც ერთ დღეს ხატვას თავი მიანება და მომღერლობა დაისახა მიზნად! იყო მეორე ჭკვიანი ბიჭიც, რომელმაც ძმის გვერდით სიარული ისურვა და მუსიკის ჯგუფური შექმნის იდეოლოგი გახდა. 
  
მერე იყო  "Night Forever Day Never"  ანუ სისხლიანი ფესტივალი.. წითელი და თეთრის მაგიური შეხამება ადრევე აღმოაჩინეს და დაამკვიდრეს შემდეგში.


 

შემდეგ ჩინეთი. პირველი როკ ვიდეო, ჩინეთის რესპუბლიკაში გადაღებული, რომელმაც წარმოუდგენელი წარმატება მოუტანა ჯგუფს და დიდი ცვლილებებიც მოახდინა როგორც მის გარეგნულ იერზე, ისე მუსიკალურ ხასიათზე.

 
 არქტიკული წრეც კი ! ვიდეო სრულიად ბუნებრივია, არანაირი სპეცეფექტები. მარსი კეთილია – ვიდეოს გადმოწერებიდან შემოსული თანხა ადგილობრივ, გაჭირვებულ მოსახლეობას გადაერიცხა.

   

თეთრი ღამე – Into The Wild ტურის განუყრელი ნაწილი. საღამო, როდესაც მარსი (ჯგუფი + ეჩელონი) თეთრებში გამოეწყობა.


და უამრავი კონცერტი Into The Wild ტურის ჩარჩოში ! 

 

მარსი ოცნებაა. ის შორსაა თუმცა 30 წამიც კმარა, თუ გწამს და იბრძვი..  მადლობა ჯგუფს, რომ არსებობს. ეჩელონს, რომ მიმიღო და მარსს, რომ მასწავლა ბოლომდე ბრძოლა, რადგან ბრძოლა იმედია, იმედი კი სულ ბოლოს კვდება! ჩვენ ვიყავით, ვართ და მუდამ ვიქნებით დიდი, ძლიერი და ერთიანი ოჯახი. 

PROVEHITO IN ALTUM ! 

1 comment:

  1. vaime taku... esaa sauketeso posti,romelic aqamde minaxavs... gushin vipiqre,metqi ras aketebs amden xans amistanastqo,magram exla vxvdebi... ai,bolosken ukve metireboda,ogond martla.. magari xar da yvarxar dzaaan!!!

    ReplyDelete

ბლოგსაქექი