Wednesday, March 10, 2010

მე, ჯარედ ლეტო..



ლოს ანჯელესში ვცხოვრობ, ანგელოზების ქალაქში. დილით შევარდენის ხმამ გამაღვიძა. რომელიც ჩემი სახლის ზემოთ ცხოვრობს. ძალიან საინტერესო ხმა აქვს მას. მერე ნაგვის მანქანის ხმა გავიგონე, ქუჩას რომ მიუყვებოდა.. ვფიქრობ ეს შესანიშნავი რეპროდუქციაა ჩვენი პლანეტის დიქოტომიისა.





ჩემი სახლი ლაბორატორიასავითაა, ჩვენ თავად ავაშენეთ (საკუთარი სახსრებით) ჩამწერი სტუდია "სარდაფში" (ოთახი, სადაც პირველი სართულიდან ჩამავალი კიბით მოხვდებით). სახლი მუდამ სავსეა ხალხით, რათქმაუნდა ყველა მუშაობს. აქვეა ჩემი ასისტენტიც, რომელიც მეხმარება ზოგიერთი პროექტის განხილვაში.

დილა, თვალის გახელიდანვე დატვირთულია. მას, ძირითადად მსუბუქი საუზმით ვიწყებ. თავად ვიმზადებ ხილის შეიქს (ზოგიერთი ხილი+ბალი). ვარ თუ არა ჯანმრთელი "გიჟი" ? – გიჟი ნამდვილად, ჯანმრთელი კი – მეტნაკლებად.

სამუშაო დღე მეილის შემოწმებით იწყება. წერილები ძირითადად წინა დღისაა. ყველა მათგანს გულდასმით ვკითხულობ, რადგან ხშირად მომდის საქმიან შეხვედრაზე მიწვევები ელექტრონული ფოსტით.

მე მუსიკას ბავშვობიდან ვქმნი. ის ჩემი ცხოვრების შეთავსებად ნაწილს წარმოადგენდა პატარაობისას. ლუიზიანაში დავიბადე და შევძელი თავი დამეღწია მისისიპის ტალახიანი ნაპირებისთვის, რომ მესწრაფა მუსიკის მწვერვალებისკენ !

ჩემმა ძმამ– შენონმა, რომელიც ასევე ჯგუფშია, დაკვრა 5 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა ძირითადი წარმატებაც და ინტერესიც ვიზუალურ ხელოვნებაში გვქონდა ორივეს. ჩვენ გარშემო ტრიალებდნენ შესანიშნავი მხატვრები, მოქანდაკეები, დიზაინერები, ხოლო პროფესიონალ მუსიკოსს – არავის ვიცნობდი.

რამდენიმე მღელვარე წლის შემდეგ, თავი დავანებე არტ სკოლაში სიარულს და ბედი ფილმების ხელოვნებაში ვცადე, რეჯისორად. სამსახიობო კარიერა კი მოგვიანებით დავიწყე, თუმცა ჩემი ძირითადი მიზანი მაინც საკუთარი რეჟისორული მუშაობის სტილის დახვეწა იყო. პარალელურად სამსახიობო საქმიანობისა, დიდ დროს ვუთმობდი მუსიკას. ის ჩემ ცხოვრებაში დღითიდღე დიდ ადგილს იკავებდა, როგორც მას საერთოდ სჩვევია. 1998 წელს კი გამოვიდა ჩვენი პირველი სადებიუტო ალბომი თუმცა წევრები ერთმანეთს ჯგუფის შექმნამდე დიდი ხნით ადრე ვიცნობდით და ვმეგობრობდით კიდეც.

ჯგუფში ყოველთვის ვცდილობთ ერთმანეთს გვერდში ვედგეთ და გავამხნევოთ. ჩვენ არ გვსურს ვგავდეთ სხვა ჯგუფებს, არც მათი იდეები გვაინტერესებს და არც აზრი ჩვენ შესახებ. ჩვენ თავად ვირჩევთ საკუთარ გზას. მე მომწონს ჩემი საქმე, მომწონს სიმღერების წერა, მოკლე ფილმების შექმნა და საკონცერტო ტურებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობა. ჩვენი საქმე დამღლელია თუმცა ეს იმის ნახევარიც არ არის, რისი გაკეთებაც სინამდვილეში გვძალუძს ! სცენაზე დგომა უდიდესი გამოცდილება და შეუდარებელი გრძნობაა. კონცერტის შემდეგ კი ხშირად ფანებს ვხვდებით, ვმსჯელობთ და ვათანხმებთ ზოგიერთ დეტალს. საღამოს საუკეთესო ნაწილი მაინც სცენაზე გატარებული დროა, კონცერტის დამრთავრება კი ღრუბლებიდან ნაზად დაშვებას ჰგავს. დროა საკუთარ თავსაც მიხედო, მოწესრიგდე და დაისვენო. თუმცა იმხელა ემოციის შემდეგ დაწყნარება არც ისე ადვილია. ამ დროს ვარჩევ წიგნი ვიკითხო ან რამე სასარგებლო სამუშაო შევასრულო, მაგალითად მოკლე მეტრაჟიანი ფილმების შესწორება. ეს საქმე დამქანცველი, თუმცა ნაყოფიერია. არაჩვეულებრივი გრძნობაა როცა შეგიძლია შექმნა რაღაც და მე ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია.. ასე იქმნება ოცნებები !
ინტერვიუ გაზეთისთვის : Irish Independent
რესპონდენტი: Jared Leto

თარგმანი : echelontam

3 comments:

ბლოგსაქექი