Tuesday, April 13, 2010

ვიდეო This Is War – ისთვის !!


30 SECONDS TO MARS-ი მესამე ალბომის მეორე სინგლისთვის - "This Is War" , ვიდეოს იღებს !
როგორც ჩანს ჯარედ ლეტო მიეჩვია კონფლიქტსა და ბრძოლას. მან, ჯგუფმა და ეჩელონმა ხომ ერთი დიდი ბრძოლის შედეგად მიაღწიეს მესამე ალბომის პირველი სინგლის – K+Q რადიო ჩარტებში აქტიურ გაშვებას .

ახლა კი ჯერი რიგით მეორე სინგლზე მიდგა და ჯგუფი ვიდეოს This Is War – ისთვის, არანაკლებ პოპულარული სიმღერისთვის, თავად ალბომის სახელს რომ ატარებს, გადაღებას აპირებს. 

  
  
– სიმღერა ნამდვილად ეძღვნება კონფლიქტს, ომს, ისევე როგორც მთლიანად ალბომი. კონფლიქტის გარდაუვალობა და ყველაფერი რაც მის შედეგად შეიძლება ვისწავლოთ. ჩვენ აშკარად გამოვხატეთ საკუთარი შიში ამ ალბომით. " – განაცხადა ჯარედმა 19 აპრილს MTV–სთვის მიცემულ ინტერვიუში – გვინდოდა უკეთ გაგვეგო ომის არსი, ამიტომ კლიპში ჩვენ მეომრებს განვასახიერებთ, კონფლიქტის არეში.

  

 დაუღალავი მუშაობის შედეგად რეჟისორ – ედუარდ სელიერთან (Edouard Salier) ჯგუფმა შექმნა მოკლე მეტრაჟიანი ფილმი ომის თემატიკით, სადაც ნაჩვენებია, მეომარი კაცებისა და ქალების თვალით დანახული მოვლენები, ისინი ხომ ომში ცხოვრობენ. 
  
– ჩვენ ვმუშაობდით ჩემს ერთერთ ყველაზე მოხუც მეგობართან, რომელიც წლების მანძილზე მსახურობდა და 3 ჯერ იბრძვოდა ერაყში.. საოცარი იყო მის სამყაროში ჩახედვა, მისი ცხოვრების გადახედვა და უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილების აღქმა – ამბობს ლეტო – უამრავი ადამიანი ცდილობს ომის თემის სხვადასხვა გზით წარმოჩენას, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ფილმი ფართო დებატებს გამოიწვევს მასაში .

 – ამ ვიდეომ მოგვცა საშუალება გაგვეანალიზებინა, რომ აბჯრის მიღმა ისეთივე ადამიანები სუნთქავენ, როგორიც მე და თქვენ ვართ. როცა არვიჭურვეთ საბრძოლო იარაღით და სამოსით, მე შევხედე შენონს, თომოს – მათ ვერაფრით გაარჩევდით ნამდვილი ჯარისკაცებისგან – აგრძელებს – შენ დადიხარ როგორც ჯარისკაცი, გრძნობ როგორც ჯარისკაცი – როცა დამცავი ჟილეტი გაცვია და მუშა M4– ით (სავარაუდოდ იარაღი ) ხარ აღჭურვილი. ეს ყველაზე განსხვავებული გრძნობა და დიდი გამოცდილებაა. ამ ვიდეომ ჩვენ, სამივე დაგვაფიქრა – ეს კი ძირითადი აზრია ყველაფრის.  

  

ლეტო ბევრს არაფერს ახმაურებს და მხოლოდ ამბობს, რომ მსმენელს ვიდეოში სიურპრიზი ელის, ხოლო თავად ვიდეო გაჯერებული იქნება ვიზუალური ეფექტებით. ვიდეოს გადაღება საკონცერტო ტურის ევროპული ნაწილის დამთავრებისთანავე დაიწყო, როცა ჯგუფი ლოს ანჯელესში დაბრუნდა და სანამ ამერიკული ტურის რეპეტიციებს დაიწყებდა. 
– როდესაც ამ ალბომზე დავიწყეთ მუშაობა, ჩვენ საკუთარი თავების ახლად აღმოჩენის სურვილი გაგვიჩნდა და ეს მიზნადაც დავისახეთ, ახლა კი – ევროპული ტურის შემდეგ ვფიქრობ რომ ეს მხოლოდ პატარა ნაწილია იმის, რაც წინ გველის, ეს ახალი დასაწყისია ! – ჯარედი . 

6 comments:

  1. vfiqrob dzaan magari iqneba(vimedovneb kidec).. ara klipebshi rom magrebi arian udaoa...

    ReplyDelete
  2. vaime tako gamoqveynebuli ar mqonda ro daakomente :D ho ragac sayvareli suratebia, magra mainteresebs tan This Is War chemi favoritia :))

    ReplyDelete
  3. ho ise ici pirvelad axal alboms viwunebdi.. da axla sul magas vusmen(dzveli albomebi sul daviviwye :D) da ratomgac dzalian momwons... :))

    ReplyDelete
  4. vaime rogor mainteresebs es klipi tqven xo ar iciiit... :) veliii sulmoutqmelad.. ise,es bolo albomi im wina ors ar chamouvardeba araprist..

    ReplyDelete
  5. sainteresoaaaa... : )

    ReplyDelete
  6. eseigi, me iseti agfrtovanebuli da agelvebuli viyavi, 2 dge mesizmreboda axali klipis chemeuli versiebi :D darcmunebuli var dzaaaaaaaaaaaaaan magari gamova da gadaconis chavardnebs =/

    ReplyDelete

ბლოგსაქექი