Wednesday, July 21, 2010

30 Seconds To Mars - answer your questions!

 რამდენიმე კვირის წინ Kerrang!-მა გამოაცხადა, რომ ისინი 30 Seconds To Mars-ის ფანებისგან მიღებულ კითხვებს ბიჭებს დაუსვამდნენ, დღეს კი ამ ექსპერიმენტის შედეგი გამოაქვეყნეს..



ბიჭებო
, თქვენს ჯგუფთან დაკავშირებით ბევრი ნეგატიური კომენტარი გაკეთდა, რომელთა უმრავლესობაც ჯარედს ეხებოდა. როგორ მოიქეცით ამ დროს?
Richard Yates, London
შენონი: (სარკაზმით) მე მინდა ავღნიშნო, რომ არასდროს გამიგია რაიმე ცუდი ჩვენი ჯგუფის შესახებ, ასე რომ ეს არ არის მართალი..
ჯარედი: არ აქვს მნიშვნელობა რომის პაპი ხარ, ბარაკ ობამა, ბონო თუ ბიორკი. ზოგ ადამიანს უყვარხარ, ზოგს სძულხარ. შეიძლება უბრალო ადამიანი იყო, რომელიც ქუჩაში მიდის ან ყველაზე ცნობილი ადამიანი მსოფლიოში, ამას არ აქვს მნიშვნელობა. სამწუხროდ, აზრთა სხვდასხვაობა და უთანხმოება ცხოვრების დიდი ნაწილია. მე არ ვიცნობ არცერთი ცნობილ ადამიანს, რომელსაც არ აკრიტიკებდნენ.
ოდესმე კრიტიკა გულთან ახლოს მიგიტანიათ?
Dave Simmons, Winchester
ჯარედი: არა. ჩვენ არ ვიღვიძებთ და არ ვფიქრობთ „მაგარია, ჩვენ ხალხს ვუყვარვართ!“ და ასევე არ ვფიქრობთ „ჩვენ ხალხს ვძულვართ“. რამდენიმე დღის წინ, თვითმფრინავში მე წავიკითხე ინტერვიუ დალაი ლამასთან. ვიღაცამ ჰკითხა თუ რატომ არ ეშინია იმის, რაც მის გარშემო ხდება და მან უპასუხა, „თუ კარგად დააკვირდებით, პლანეტაზე არ არის ძალიან ბევრი ცუდი ადამიანი. ისინი მხოლოდ ერთი მუჭა ხალხია, რომელებიც დაუპირისპირდნენ სხვებს“. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესოა. ყველაფერ ცუდს რასაც კი ოდესმე შევჯხებივართ უბრლოდ ჩვენი შესანიშნავი თავგადასავლის პატარა ნაწილია.
რას გააკეთებდით ერთი დღე ქალი რომ ყოფილიყავით?
Becca Via Kerrang.com
შენონი: ძალიან მაინტერესებს ეს როგორი გრძნობა იქნება. (გადახედა ჯგუფის წევრებს) რა მოხდა?!
თქვენი მუსიკა ძალიან დიდ კავშირშია მსმენელთან, განსაკუთრებით ეშელონთან. ამის გამო რაიმე ზეწოლას გრძნობთ?
Scott, Lincolnshire
ჯარედი: მე არასდროს შევუშინებივარ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. ვფიქრობ, რომ ყველა აგებს პასუხს თავისი თავის წინაშე და ეს არის მნიშვნელოვანი. და კვლავ გავიმეორებ, ჩვენ ყოველ დილას არ ვიღვიძებთ იმაზე ფიქრით, რომ ხალხს ვუყვარვართ.
შენონი: მე ამაზე ვფიქრობ ხოლმე.. უბრალოდ ვხუმრობ..
ჯარედი: მაშინაც კი როდესაც უკრავ და სიმღერის დასრულების შემდეგ ხალხი ტაშს გიკრავს, ეს აღარც კი გესმის..
ტომო: უბრალოდ ამაზე არ ვფიქრობთ.
ჯარედი: ჩვენ უფრო მეტად შემოქმედებაზე და ხალხისთვის სიმღერების შესრულებაზე ვფიქრობთ. ჩვენი ყველაზე დიდი შოუ Rock am Ring-ში შედგა, რომელსაც 120, 000 ადამიანი დაესწრო. ამდენი ხალხი მხოლოდ ჩვენსა და Muse-ს კონცერზე იყო.
ტომო: ეს შეუდარებელი იყო. ჩვენ ვერ ვხედავდით სად წყდებოდა აუდიტორია, თითქოს ხალხის ზღვა იყო..
შენონი: სიგიჟე იყო.. ჩემს გონებაში ახლაც ამ კონცერტზე ვარ.
ჯარედ, შენთვის მუსიკა უფრო მნიშვნელოვანია, თუ უახლოეს მომავალში კვლავ გიხილავთ ფილმებში?
Josh Franceschi, You Me At Six
ჯარედი: მე ვიტყოდი, რომ მუსიკა ამ წუთისთვისაა უფრო მნიშვნელოვანი. ამ კითხვას ხშირად მისვამენ და გეტყვით, რომ არ არსებობს წესები. თუ მხატვარი ხარ, შეგიძლია იყო მწერალიც, ან თუ მსახიობი ხარ, შეგიძლია მოცეკვავეც იყო. რატომ უნდა შეზღუდო შენი თავი? ახლა კი ჩვენ მთელი მსოფლიოს გარშემო გვაქვს ტური.
Kerrang!: გემუქრებიან სიკვდილით, რას აირჩევთ: მუსიკას თუ ფილმებს?
ჯარედი: მე არ გავაკეთებ არჩევანს, მაგრამ აშკარად უპირატესობას იმას მივანიჭებ, რასაც ახლა ვაკეთებ. მე არ ვარ დაინტერესებული ულტიმატუმებში.
მითხარით ერთი რამ, რაც თქვენს თავში გძულთ?
Olivia Richardson, Reading
ჯარედი: სიძულვილი უცნაური სიტყვაა. მე გირჩევ, რომ ის აღარ გამოიყენო. შემიძლია ვიყო მომთმენი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზოგჯერ ზედმეტად მომთმენი ვარ.
შენონი: მე ახლა ჩემი თავით კმაყოფილი ვარ და იმედია ასე გაგრძელდება.
ჯარედ, თუ შენს ცხოვრებაზე გადაიღებენ ფილმს, ვინ ითამაშებს შენს როლს?
Sean Smith, The Blackout
ჯარედი: მე ავირჩევდი Gary coleman -ს ან Corey Haim -ს, მაგრამ ორივე გარდაიცვალა. ალბათ Daniel Day-Lewis -ს მივანიჭებდი უპირატესობას, მიუხედავდ იმისა, რომ ჩემზე 15 წლით უფროსია, მაგრამ ის ისეთი კარგი მსახიობია ამ განსხვავებას ვერც შევამჩნევდით. John Ritter -საც ვახსენებდი, მაგრამ ისიც გარდაიცვალა. ყველაზე მეტად კი ჟერარდ ვეის წარმოვიდგენ ჩემს როლში.
ტომო: ის ხელს ძლიერად გართმევს. ბევრი რამის თქმა შეგიძლია იმ ადამიანზე ვინც ხელს ძლიერად გართმევს.
ჯარედი: თან ორივეს შავი ქამარი გვაქვს კარატეში. შეიძლება ახალგაზრდა ჯარედი Ralph Macchio -მ (კარატისტი) ითამაშოს.

მე მიყვარს მუსიკა და დაკვრა ჩემს დასთან ერთად, მაგრამ მეშინია შევქმნა ჯგუფი მასთან ერთად. ძნელია, როდესაც შენს ძმასთან ერთად მუშაობ?
Lanie, Via Kerrang.Com
ჯარედი: ამაზე ნუ ღელავთ. უბრალოდ შენს ოცნებებს გაჰყევი ბოლომდე. თქვენ ხართ მუსიკოსები და პატარა პრობლემები უკან ვერ დაგხევთ, თუ თქვენ შეყვარებული ხართ ამ საქმეზე, ყველა ეჭვი გაქრება.
ოდესმე გქონიათ უჩვეულო ფობიები?
Ingrid, Oslo, Norway
შენონი: მიკრობების მეშინია, მაგრამ მგონი, ეს ნორმალური ფობიაა. არ მიყვარს ჭუჭყი.
ჯარედი: მე არ მაქვს ფობია.
ტომო: მე ობობების და ხოჭოების მეშინია.
ჯარედი: თუ სადმე ობობაა ან ბუზი დაფრინავს, ტომო სკამზე შეხტება და ცდილობს მოკლას.
შენონი: ადრე გველების მეშინოდა. ხუთი წლის რომ ვიყავი ავად გავხდი და მაღალი სიცხე მქონდა, თვალები რომ გავახილე, ჩემ გარშემო გველები იყვნენ. საშინელი ჰალუცინაციები მქონდა.
ჯარედი: ნარკოტიკები!
შენონი: არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ დიახ.. ხუთი წლის ასაკში ნარკოტიკებს ვიკეთებდი..
რა იყო ყველაზე უცნაური ნივთი, რაც ფანს თქვენთვის მოუცია?
Roberta Lobo, NY
ჯარედი: ალბათ, ბომბი.
შენონი: ვეთნხმები.
ჯარედი: ეს წელს მოხდა ლოს-ანჯელესში. ეშელონისთვის განკუთვნილ შეკრებაზე მოვიდა უცნაური ადამიანი. ამ დროს ჩვენ ვაჩვენებდით დოკუმენტურლ ფილმს „Artifact-ს, რომელიც ამ წლის ბოლოს გამოვა. ვიღაც ტიპი კი ბომბით შემოვიდა.
ტომო: იმედია, ეს აღარ განმეორდება.
The kill კლიპში, რას აკეთებენ დათვი და ტომო?
Ed Scarbrow, Sandhurst
ტომო: ვფიქრობ სავსებით ნათელია რას აკეთებს დათვი. ამის მისახვედრად არაა საჭირო განსაკუთრებული წარმოსახვის უნარი.
რა არის ყველაზე დიდი განძი, რომელსაც თქვენ ფლობთ და რატომ?
Courtney, Eastbourne
შენონი: ეს ჩემი ძმაა.
ჯარედი: მე ვერ გეტყვი ამ კომპლიმენტს, რადგანაც არ მეკუთვნი.
შენონი: იცი რასაც ვგულისხმობ. მე არაფერი მეკუთვნის ჩემი თავის გარდა. ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში.
რა არის ყველაზე სასაცილო ამბავი, რაც თქვენს თავზე გაგიგიათ?
Lauren Anderson, Glasgow
ჯარედი: ჩემი სიკვდილი. ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა. ხალხი ჩემთან მოდიოდა და უკვირდათ. „ჩვენ გვეგონა, რომ მოკვდი და უკვე დაგასაფლავეს..“ ეს უცნაური იყო. იქნებ მართლაც მკვდარი ვარ.. იქნებ ყველანი მკვდრები ვართ..
ჯარედ, Ian Watkins-ს სძულხარ. შეგიძლია რაიმე უთხრა?
Alister Stone, Oxford
ჯარედი: მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვიმეორებ, ყველას თავისი აზრი გააჩნია, ზოგს მოვწონვარ, ზოგს - არა. არაფერი მაქვს სათქმელი. მაგრამ მე მას ცოტა ხნის წინ შევხვდი და ძალიან კარგად ვისაუბრეთ.
ახლახანს დავშორდი შეყვარებულს და თქვენი მუსიკა მეხმარება დავძლიო ეს ტკივილი. იქნებ კიდევ მირჩიოთ რაიმე?
Johnny, Leeds
შენონი: გააგრძელე ცხოვრება!
ჯარედი: გააგრძელე ცხოვრება! დაივიწყე, წაშალე მისი ნომერი მობილურიდან, გადაყარე მისი საჩუქრები..
შენონი: შეხვდი სხვა გოგოებს!
სად არ დატოვებთ ავტოგრაფს?
Chris Coleshill, Belfast
შენონი: ფეხსაცმელზე, ან სასქესო ორგანოზე.
ჯარედი: უკვე ინტელიგენტურ საუბარს ვიწყებდით და ყველაფერი გააფუჭე..
შენონი: რა ვქნა, არ მიყვარს ფეხსაცმელზე ხელი მოწერა. გულის ამრევია. ის ხომ ჭუჭყიანია..
რა გინდათ, რომ უთხრათ თქვენს საყვარელ ადამიანს სიკვდილის წინ?
Nikki Kurtis, Kent
ჯარედი: ინტერვიუს ბოლოს სინათლე აღარ ჩანს.
Kerrang!: ამით ინტერვიუ საინტერესოდ დამთავრდება, არა?
შენონი: ღმერთო, ახლა თავს მოვიკლავ!
ჯარედი: კარგი რა! წავედით აქედან!

No comments:

Post a Comment

ბლოგსაქექი