Monday, September 13, 2010

Kings + Queens – MTV VMA-ს გამარჯვებული !


რამდენადაც MTV VMA–ს შედეგები ცნობილია, შეგვიძლია თამამად ვნახოთ ვინ გახდა ამ საღამოს გამარჯვებული .
ლეიდი გაგას ნამდვილად იღბლიანი დღე ჰქონდა – სრული 6 ჯილდო წაიღო სახლში. ჯასტინ ბიბერმაც უნდა იამაყოს საკუთარი შესაშური წარმატებით ნომინაციაში "საუკეთესო ახალბედა არტისტი" . ასევე ემინემმა – მან კიდევ რამდენიმე ჯილდო მიამატა თავის გრძელ რეზუმეს. თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება რაღათქმაუნდა საღამოს ღმერთებს, MTV-ს Video Music Awards-ის გამარჯვებულთ, 30 SECONDS TO MARS-ის სამ სიმპათიურ წარმომადგენელს დაეთმო.


ლოს ანჯელესის ერთერთ საქმიან ნაწილში, ჯარედ ლეტოს (ბართლომეო კუბინსის) მიერ გადაღებული შთამბეჭდავი კლიპი წარმოგვიდგენს ენთუზიაზმით აღსავსე  ახალგაზრდების ველო–სვლას. ეს ვიდეო დიდ სულისკვეთებას ასახავს და ნამდვილად იმსახურებს დიდების კვარცხლბეკზე სულ ცოტა ერთი წლით მაინც დარჩენას.


ეს წარმატება უმნიშვნელოვანესია ჯგუფის ფანებისთვის, რომელნიც თავს ეშელონს უწოდებენ და ღრმად აქვთ  გამჯდარი ერთობლიობისა და მთლიანობის აზრი. ლეიდი გაგა ამაყობს თავისი პატარა მონსტრებით, მაგრამ ეშელონი ყველაზე ერთგულ ფანთა ჯგუფია რაც კი როკ ბენდს შეიძლება ჰყავდეს. ლეტომ კი ერთერთ ჟურნალისტთან საუბარში თქვა რომ ამ წარმატებას ჯგუფი და ფანები თანაბრად ფლობენ.

No comments:

Post a Comment

ბლოგსაქექი