Sunday, June 6, 2010

რეისი მარსისკენ..




-         გამარჯობა, უახლოესი რეისი ლოს-ანჯელესისკენ როდისაა?
-         ორ საათში.
-         კარგით, მაშინ ერთ ბილეთს ავიღებ.
ახალგაზრდა გოგონამ ბილეთი გამომიწოდა.მე სწრაფად ავიღე და ჯიბეში ჩავიდე. დრო ორი საათი მქონდა, მაგრამ ქალაქის დათვალიერების სურვილი სადღაც გამიქრა.
აეროპორტში დარჩენა მომინდა, მარტოობა ის იყო რაც ახლა მჭირდებოდა. გადავწყვიტე კაფეში წავსულიყავი და უახლოესი ორი საათი იქ გამეტარებინა. აეროპორტში ყოველთვის ხმაური რატომაა?
კაფე მყუდრო და ლამაზი იყო. ფანჯარასთან ერთი თავისუფალი მაგიდა შევნიშნე და მისკენ გავემართე. გრილმა ნიავმა სასიამონოდ დამიბერა და თმები ამიჩეჩა.
-         გამარჯობა, რას მიირთმევთ?
-         უნალექო ყავა, უშაქროდ.
-         ახლავე მოგიტანთ.
მოსაცმელის სახელოები მაღლა ავიწიე და კალამი ავიღე, რვეულს გაღიმებულმა შევხედე. პასტა ფურცელს შევახე თუ არა, მრავალი იდეა დამებადა.
-         აქ თავისუფალია?
ჩემ წინ ბიჭი იდგა. შავი თმა და მწვანე თვალები ჰქონდა, მაგრამ სურვილი იმისა, რომ კარგად დამეთვალიერებინა გაქრა ისევე, როგორც ჩემი მუზა.
-         არა.
-         მაგრამ აქ არავინ არ ზის, - ის ჩემ წინ დაჯდა და გაღიმებული მიყურებდა. ცხოვრებაში ასე არავის გავუღიზიანებივარ.
-         ეს ადგილი დაკავებულია, იქნებ ადგე და წახვიდე?
-         სხვაგან ადგილი არსადაა, ასე რომ აქ დავრჩები.
 მან ისეთი გამომეტყველება მიიღო, რომ უარს ყველაზე გულქვა ადამიანიც კი ვერ ეტყოდა. მხრები ავიჩეჩე და თავი დავუქნიე, შემდეგ კვლავ კალამი მოვიმარჯვე. ყველა აზრი სადღაც გაქრა.


-         სად მიფრინავთ? - ეს სულელური ღიმილი არასდროს მოშორდება სახიდან?
-         ლოს-ანჯელესში.
-         მე ვაშინგტონში.
მგონი ნათლად ვაგრძნობინე, რომ არ მაინტერესებდა სად მიფრინავდა. მომდევნო ხუთი წუთი ხმას არ იღებდა და ინტერესით მათვალიერებდა.
-         იქ რა გინდათ?
 მოვიწყინე, ამიტომ გადავწყვიტე ხმა ამომეღო. იქნებ დრო გამეყვანა და ცოტა ხასიათი გამომეკეთებინა.
-         ოცნება უნდა ავისრულო.
-         რა არის თქვენი ოცნება? - მე მისკენ ნელა გადავიხარე, თითქოს მსოფლიო საიდუმლო უნდა გამემხილა.
-         მმ.. რა არის? ჩემი ოცნება ოცნებების ახდენაა, მე ამ ოცნებას მივყვები და მისი დახმარებით ვცხოვრობ. ოცნება ჩემს გარშემოა. იმედია, ეს ილუზიაში არ აგერევა, ვარდისფერი სათვალე დიდი ხანია მოვიხსენი, მაგრამ ოცნება ვერ შევწყვიტე. რაც არ უნდა მოხდეს მე ჩემს ოცნებებს მივყვები.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. აშკარად ცდილობდა ამ ყველაფრის გაანალიზებას, მაშინ პირველად მივხვდი, რომ ჩემი გაგება რთულია.
-         ეს ტატუ რას ნიშნავს? - მან ხელზე მიმანიშნა.
-         როგორ გითხრა.. ეს სიმბოლოები მახსენებს , რომ საჭიროა ირწმუნო და იოცნებო, მამხნევებს, მეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, მახსენებს რომ ადამიანი ვარ და უნდა ვიცხოვრო ისე, როგორც მე მინდა და არა ისე, როგორც სხვა მეუბნება. ჩემს მისიას მახსენებს.
-         რა არის შენი მისია? - ახლა ის გადმოიხარა ჩემსაკენ. მის მწვანე თვალებში უდიდესი დაინტერესება იკითხებოდა.
-         ვერ მიხვდები.
-         მითხარი და იქნებ მივხვდე, - ასეთი ჯიუტი ადამიანი არ შემხვედრია. გამეცინა.
-         მარსზე გავფრინდე.
მას გაეცინა, თითქოს რაღაცას მიხვდა.




-         საინტერესო იყო შენთან საუბარი. არავისგან არ გამიგია ასეთი სიტყვები.
მან ჩანთა აიღო. ჩემი ყავის ფული გადაიხადა (რომელიც არც კი დამილევია) და წავიდა. სანამ კაფედან გავიდოდა, შემოტრიალდა. მომიახლოვდა, სახელო მაღლა აწია და მისი ტატუ მაჩვენა, თითქმის ისეთივე, როგორიც ჩემი.
-         ჩვენ გავფრინდებით, - მან გამიღიმა. ამჯერად ეს ღიმილი სულელურად აღარ მომეჩვენა. შემდეგ კი წავიდა.
„მგზავრებთა საყურადღებოდ, ლოს-ანჯელესისკენ მიმავალ რეისი აფრინდება 40 წუთში, დაიკავეთ ადგილები!“
მაგვიანდებოდა. ჩანთა ავიღე და გავიქეცი. ყავა აღარც მახსოვდა, ჩემი ოცნება უფრო მნიშვნელოვანი იყო.



03/06/2010  by Nanuka (ნანა კვინიკაძე) 

5 comments:

  1. vaa naan ar gitqvams ro werdiii :|:| dzaaan magaria, momewonaaa :*:*

    ReplyDelete
  2. madloba dzalian didi ann :*:*:*
    xoo ravi, ar gamxsenebia :| ishviatad vambob xolme amis shesaxeb :P

    ReplyDelete
  3. dzalian kargi da tbilia <3 "Live your fucking dreams, no matter what!" :)))

    ReplyDelete
  4. dzaaan magariii magrad momewonaa :* :*

    ReplyDelete

ბლოგსაქექი