Sunday, June 13, 2010

ვიდეო თამაშები–რატომ გავავრცელოთ Dragon Age ?!

   


This Is War–ის პრომო მისიაში 12 ნაბიჯი მარსამდე , ვიდეო თამაშს "Dragon Age" ორი პუნქტი დაეთმო. ბევრს დაებადა კითხვა, რა შუაშია ეს თამაში ალბომთან, ან ზოგადად ჯგუფთან. 
პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ ზემოთხსენებული თამაშის თრაილერს, საუნდტრეკად სწორედ TIW ადევს და ეს ფაქტი რომ ალბომის რეკლამად არ მიიჩნიოთ, აქვე დავამატებ, რომ ყველაფერი პირიქითაა – This Is War-ი და მაშასადამე 30 STM თავად ეწევა ამ ვიდეო თამაშის სარეკლამო კამპანიას.
საქმე იმაშია, რომ ბატონი ლეტო გარდა იმისა, რომ ვიდეო თამაშების მოყვარული გახლავთ, ის ყველა მხრივ ცდილობს ამ დარგის განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას. მისთვის ეს ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ თავშესაქცევი, ფუჭი დროის დასახარჯი საშუალება. 


–ვფიქრობ, ეს საუკეთესო დარგია თანამშრომლობისთვის და ექსპერიმენტების  განსახორციელებლად – თქვა მან – მე ასეთი თამაშების დიდი მოყვარული ვარ, ვფიქრობ Dragon Age–ს ჩვენი სიმღერა იდეალურად ავსებს. მუსიკისა და გამოსახულების ჰარმონიას ზუსტად მიაქვს მაყურებლამდე (მოთამაშემდე) დასახული აზრი.

თუმცა მუსიკალური ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელს როდი აქვს ასეთი აზროვნება. 

 

– მე მსმენია ზოგიერთი არტისტის მოსაზრება, თუ რამდენად სასაცილო და არასერიოზულია საკუთარი შემოქმედების თამაშებში გაზიარება – 
თქვა ჯარედმა, სანამ შეგვახსენებდა, რომ ეს არ არის მისი ხედვა. 
– თავად კი ვფიქრობ,  სწორედ ამ ადამიანების მცდარი აზრი, რომ ვიდეო თამაშებზე დროის დაკარგვა უშედეგოა და კომერციული თვალსაზრისით არამომგებიანი, არის სასაცილო ! ვფიქრობ, ამ სფეროში შეუზღუდავი  შესაძლებლობები არსებობს –განაგრძობს– ეს ყველაზე ხელსაყრელი დარგია კრეატიულობის გამოსავლენად. მე პირადად, ვიდეო თამაშების ტექნიკური მხარე უფრო მიზიდავს, ვიდრე ვიზუალური. როცა ვხედავ მოთამაშე ადამიანს, არ მეუფლება სურვილი თავადაც ვითამაშო. არ მაინტერესებს რა ხდება თამაშში, მაინტერესებს როგორ ხდება ეს. როგორ მოახერხა ადამიანის გონებამ მსგავსი პროგრამის შექმნა ?!


ლეტოს ამბიციები, ფართოდ გაავრცელოს და დაუკავშიროს საკუთარი შემოქმედება ვიდეო თამაშების დარგს, საკმაოდ დიდი აღმოჩნდა. 
–ჩვენ აქტიურად ვცდილობთ რაც შეიძლება მეტად განვვითარდეთ, მივიღოთ გამოცდილება და განვავითაროთ თავად ვიდეო თამაშებიც.

პოსტის აზრი :  



 ერთგული ფანი დაუფიქრებლად და ამ მონაკვეთის გამოტოვებით შეუდგებოდა ჯარედის მხარდაჭერას. დანარჩენებს მინდა მოგიწოდოთ, რაც არ უნდა უაზროდ და ბავშვურად გეჩვენებოდეთ მძაფრსიუჟეტიანი თამაშების შრამიანი პერსონაჟები, მთელი რიგი აღჭურვილობით, იყავით გულისხმიერნი, იფიქრეთ ჯარედივით და დაეხმარეთ მას მიზნების განხორციელებაში. ყველაფერი კი, რაც ამ ეტაპზე მოგეთხოვებათ,  Dragon Age-ს ტრაილერი –ს გავრცელებაა ! : ) 




No comments:

Post a Comment

ბლოგსაქექი