Sunday, June 27, 2010

ITW News.ch–ის ინტერვიუ 30STM–თან



30 Seconds To Mars-მა 2009 წლის დეკემბერში გამოუშვა ახალი ალბომი This Is War. ამჟამად ჯგუფი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო – საკონცერტო ტურნეთი. ამ ინტერვიუში ბიჭები საუბრობენ მუსიკაზე, შეშლილ ფანებზე და ცხოვრებაზე – ლოს ანჯელესში.

news.ch : წარმოიდგინეთ, რომ მე არაფერი ვიცი თქვენი ჯგუფის შესახებ – როგორ ამიწერდით მას ?

შენონ: მე ვიტყოდი, ეს ცხოვრების საუნდტრეკია.. ეს არაა მუსიკა, ეს ცხოვრების სტილია.

 news.ch : ცხოვრების სტილი ?! ცოტა უკეთ ვერ ამიხსნი ?

შენონ: ეს ციხეში წასვლას ჰგავს, მაგრამ საინტერესო ტყვეობაა.

ჯარედ: როგორც უზარმაზარი წვეულება ! არა, უფრო სამოთხეს ჰგავს..

 news.ch: კეთილი, მაგრამ სამოთხე და ციხე, ეს ხომ..  სრულიად საპირისპიროა ?!

 შენონ: არის ხალხი, ვინც თვლის, რომ სამოთხე ციხეა. 

 news.ch: და თავადაც ასე ფიქრობ ? 

შენონ: არა, არა მე ასე არ მგონია.

news.ch: მოდით, თქვენს მუსიკაზე მესაუბრეთ. რომელი ჯგუფები არიან თქვენი შთაგონების წყარო ? 

შენონ: ასეთი იმდენია.. ჩვენ Led Zeppelin  გავიზარდეთ, მაგრამ Depeche Mode–მ, Pink Floyd–მა და U2–მ შთაგვაგონა.

news.ch: თქვენი რჩეული სიმღერა რომელია? This Is War-ის კომპოზიციას ვგულისხმობ.

შენონ: ეს ხშირად ცვალებადია, ძალიან ხშირად.

news.ch : და ამ მომენტისთვის რომელს ანიჭებ უპირატესობას? 

შენონ: არ ვიცი.. (ფიქრობს, დიდხანს).. Night Of The Hunter, ჰო, ესაა ჩემი რჩეული სიმღერა ამ მომენტისთვის.

news.ch : და რატომ იცვლება ?

შენონ: განწყობაზეა დამოკიდებული.

news.ch : და რაც შეეხება სიმღერების წერას.. საიდან მოგდის აზრები? რა არის შენი მუზა ?

ჯარედ: შეიძლება იყოს დღე, წიგნი, მუსიკა, ფილმი ან უბრალო დიალოგი. ბევრმა რამემ შეიძლება შთაგაგონოს, ხან ხვდები ამას, ხან ვერც ამჩნევ. 

news.ch: ალბომის ჩაწერას რომ ამთავრებ, როგორი გრძნობაა?

 თომო: ვერ გრძნობ რომ დამთავრდა.

news.ch : და ყოველთვის გაქვს გრძნობა, რომ რაღაც შესაცვლელია, შესასწორებელი?

თომო: დიახ, ყოველთვის.

news.ch: მაგრამ ამას არ აკეთებ.. ?!

თომო: არა.

 

news.ch: ფანები მთელი მსოფლიოს გარშემო გყავთ. თუ გახსოვთ ყველაზე სასაცილო, რაც მათ უთხოვიათ, უკითხავთ ან გაუკეთებიათ თქვენთვის?

შენონ: ერთხელ ფანმა მკლავში ჩამარტყა. მერე გარეთ გავაგდეთ. უცნაური იყო..

news.ch : როდესაც გრაფიკში თავისუფალ დროს აღმოაჩენთ, იმისი თავისუფლება
თუ გაქვთ, რომ ქუჩაში პაპარაცების, ფანებისა და ზედმეტი ყურადღების გარეშე, მშვიდად ისეირნოთ?

შენონ: ჰო, სახლში ეს ადვილია. ჩვენ კალიფორნიაში ვცხოვრობთ და იქ განმარტოების საშუალებაც გვეძლევა.

 news.ch : გმადლობთ ინტერვიუსათვის ! 















2 comments:

ბლოგსაქექი