Tuesday, June 29, 2010

წერილები მარსიდან


Into The Wild-ის კონცერტების ჯაჭვი გრძელდება, რამდენადაც 30 Seconds To Mars -ი გერმანიაში დაბრუნდა. წინ გველის შვეიცარია – კონცერტი ღია ცის ქვეშ, შემდეგ კი ნიდერლანდები და TMF-დაჯილდოვება. გუშინ მარსი ლუქსემბურგში მოღვაწეობდა. ბიჭები ამ კვირაში 2 საღამოს საფრანგეთში, მერე კი 2 დამატებით ფესტივალს  იტალიაში გეგმავენ.
 ასეთი გადატვირთული გრაფიკისა და ენერგიის უხვად ხარჯვის მიუხედავად, ბიჭები მაინც ასწრებენ ფანების ინფორმირებას როგორც ახალი ამბების, ასევე საკუთარი შეხედულებებისა და განცდების შესახებ.
ქვემოთ მოყვანილი დღიურებისათვის თარგმნის გარდა არანაირი ცვლილება არ გამიკეთებია, ამის უფლება არ მქონდა : )

ჯარედ

 
 ევროპელი ვხდები ? 
წყალს ჩვეული გემო აქვს, საჭმელი შესანიშნავია და უკვე ხალხსაც ვეღარ ვამჩნევ განსხვავებულ აქცენტს ! რაღაც უნცაური ხდება.. მაგრამ მე მომწონს. ფინეთის შავბნელ, მაღალფარდოვან, ამავდროულად ტყეებით გარშემორტყმულ და ძალიან ლამაზ ადგილას ჩვენი გაჩერების ( რომლის განმავლობაში მზე ნამდვილად ჩავიდა და უკან, თავდაპირველ ადგილას დაბრუნებაც მოასწრო) შემდეგ, გამოვიყენეთ თვითმფრინავები, ავტობუსები, მატარებლები, მანქანები და საკუთარი ფეხები, რომ შვედეთში – გოთენბურგში (Gotheburg) ჩაგვეღწია.

 

ვსეირნობდი ქალაქში სადაც თავი სხვა დროში მეგონა. სწორედ ამ დროს, როცა ქალაქის უძველესი შენობების წინ მივაბიჯებდი, საოცრად ლამაზი და მოულოდნელი ცისარტყელა გაჩნდა ბნელ ცაზე.  "Awwwww aint it purty…" (ვისაც როგორ გინდათ, ისე გადათარგმნეთ : ))

  

  
 მისია მქონდა – ვიპოვო საუკეთესო საჭმელი ყოველ ქალაქში და მაგრადაც მიმართლებდა. ვინც ევროპულ კერძებზე უარყოფითად ლაპარაკობს (talks sheet about the food in europe), უბრალოდ არც იცის რას ამბობს ! გოთენბურგში ერთ შესანიშნავ რესტორანს წავაწყდი სახელად " Sjo Baren" (ზღვის ნაპირი) მეორე დღეს კი ახალი გემა არმოვაჩინე – "მხიარული მაიმუნი" (Happy Monkey) ჯანდაბა, ეს მაიმუნი მომეწონა ! გზაზე კარგი საკვები = საღი გონება.

 



 
  
 Pier Pressure ძაან მაგარი იყო. გადარეული ღამე.. სიგიჟე და თავისუფლება მეფობდა. ჰაერში აშკარად რაღაც ტრიალებდა.. მივედი და ცოტა ხანს დავრჩი მათი ხმის მოსასმენად, მშვენიერი ჯგუფია და სოლისტი მაია (Maja) ნაღდი მაკკოია. წლების წინ ვნახე ეს ჯგუფი ბოლოს, სადღაც 30 ადამიანს შორის და ნამდვილი ბობმი იყო, არ შეცვლილან.. 

  

მომდევნო დღე კოპენჰაგენში.. ბევრი ვიმუშავე თუმცა იმისი დრო მაინც დამრჩა, რომ ქალაქის იმ ნაწილში გამესეირნა,რაც წინა დღეს არ მინახავს. ბიჭებმა ბოჰემური ტერიტორია სახელად Christiania მოინახულეს მე კი ხელოვნების მუზეუმებს ვერ მოვცილდი. გვიან საღამომდე დავეხეტებოდით ქუჩებში, საკვების შოვნის მიზნით. დაახლოებით ათი, ღამის საათებში დაკეტილი, რესტორანი გავიარეთ და ბოლოს იმ ორსართულიან შენობაში გავჩერდით Oeback Restaurant რომ ჰქვია. გზა გავიკვლიეთ მაგიდისაკენ და თავაზიანად ვითხოვეთ მომსახურება. მოვრჩით ჭამას.. ლარსი, მათი მზარეული, სათვალიანი გენიოსია და ყოველი ლანგარი განუმეორებელი იყო. 

  

  

Bielefeld – ბოლო ღამე და კონცერტი იყო გერმანიაში. სამწუხაროა, მაგრამ სიმართლე.. თუმცა კარგი სიახლეც მაქვს – დეკემბერში  Oberhausen–ის არენაზე დავბრუნდებით ახალი წარმოდგენით ! ეს ადგილი 15 ათას ადამიანს იტევს, არანორმალურია. წარმოუდგენელი. 

გერმანიის საფეხბურთო გუნდმა გაიმარჯვა იმავე ღამით და ქუჩებში გამაყრუებელი ხმაური იყო. მათ რათქმაუნდა უყვართ თავიანთი ფეხბურთი ("Futbol"). მთელი ევროპა გიჟდება ამ თამაშზე. 

  

ხანმოკლე გაჩერება გავაკეთეთ Halle–სა და Cologne-ში რამდენიმე, ვიწრო წრისთვის განკუთვნილი, წარმოდგენისთვის. ახლა კი მატარებელში ვზივარ და წუხანდელი, ენითაუწერელი ღამის შემდეგ დაღლილი, ამას გწერთ. სცენაზე ვიდექით The Strokes-ისა და LCD soundsystem–ს გვერდით, ცოტა მოშორებით Paramore უკრავდა. მაგარი საღამო გამოვიდა.  იქვე, 30 ნაბიჯში პარკი მდებარეობდა, ლამაზი ბუნებით, შადევნებითა და დიდი რაოდენობის წყლით გარშემორტყმული, რამაც იმ ღამეს სილამაზე შესძინა. 

   

პს. იმ საღამოსვე შევხვდი ჯულიანს –  The Strokes–იდან და Haley-ს, paramore–ის სოლისტს. რა სასიამოვნო ადამიანია ეს უკანასკნელი, და მისი სული კიდევ უფრო ლამაზი.

See you soon…
- j


შენონ 

 
ეს ფოტო გადაღებულია კოპენჰაგენის ქუჩაში, ჩემს ერთერთ თავისუფალ დღეს. ლამაზი ადგილია, რესტორნებით – ორივე მხარეს. არაჩვეულებრივი სადილი მქონდა ერთერთ მათგანში. მოგზაურობა გრძელდება.. 
- Shannon 

 თომო 

 

გერმანია ისეთი მაგარი ადგილია ! ჩვენ აქ 7–ჯერ ვართ ნამყოფი, მაგრამ არასოდეს გვეჩვენება ძველად ან მოსაბეზრებლად. ნელნელა მაგრამ ეფექტურად, გერმანული ჯგუფი ვხდებით ! 
ეს ფოტო პირველი რადიოს (Radio 1) შენობის აივნიდან გადავიღე და უმალ გამახსენდა რამდენად მაგარი ოჯახი და მეოგბრები გველოდებოდნენ იქ, გარეთ. ჩვენ იმ დღეს აკუსტიკური ჩაწერა გვქონდა რადიო სადგურზე, ეს ხალხი კი ორგანიზებულად მოვიდა შენობის წინ, რათა შეექმნათ ტრიადის ორიგინალური და უზარმაზარი გამოსახულება საკუთარი სხეულებით. იმდენად ლამაზად გამოიყურებოდა ეს ზედა ხედიდან , რომ არ შემეძლო ფოტო არ გადამეღო. კარგი გრძნობაა, როდესაც გარშემორტყმული ხარ ისეთივე უცნობი ხალხით, რამდენადაც თავად ხარ უცნობი, გმადლობთ ეჩელონ ! ; )



2 comments:

  1. shemidzlia tavisuplad vtqva,rom SAUKETESO POSTIA,imat shoris,rac aqamde gagiketebia.. martla magaria taku :*:*

    ReplyDelete
  2. anna var.. pass damaviwyda,rogorc yoveltvis xdeba xolme da.. :| chemi saxelit vegar vtoveb koments :S

    ReplyDelete

ბლოგსაქექი