Wednesday, July 7, 2010

“კარგი კინო იგივეა, რაც ჭკვიანური წიგნი"

ალბათ, ამ ინტერვიუს არც კი გამოვაქვეყნებდი, რომ არა ერთი დეტალი, რომელიც ჯარედ ლეტოს ხმას ეხება..



თითქმის 15 წლის წინ ჯარედ ლეტომ დაიწყო თავისი სამსახიობო კარიერა. მართალია მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა საკმარისი რაოდენობის ფული, მაგრამ მას არ ჰქონდა სურვილი მიეღო მონაწილეობა კომედიებში ან ისეთ მძაფრ-სიუჟეტიან ფილმებში, რომლებსაც თვითონ არც კი უყურებდა.“კარგი კინო იგივეა, რაც ჭკვიანური წიგნი, ის უნდა გეხმარებოდეს დაძაბო შენი გონება “, -ამბობს ჯარედ ლეტო. მისი ბოლო ფილმი კი მართლაც რომ ამ აღწერას შეესაბამება: ფილმი
“Mr. Nobody“ - ფანტასტიკური დრამაა, რომელშიც მთავარი გმირი 2092 წელს არის 120 წლის, ხოლო მის გარშემო უკვდავი ხალხი ცხოვრობს. მთელი ფილმის განმავლობაში მთავარი გმირი თავისი ცხოვრების სხვადასხვა ვარიანტებში“ ცხოვრობს, ფიქრობს იმაზე, თუ რა მოხდებოდა სხვა არჩევანი რომ გაეკეთებინა. მაგალითად, შვიდი წლის ასაკში ჯარედის გმირი არჩევანის წინაშე იდგა - დარჩენილიყო მამასთან, ან წასულიყო დედასთან ერთად. ის ვერც ხვდებოდა, რომ მისი მომავალი ამ არჩევანზე იყო დამოკიდებული.
ჯარედ ლეტოსთვის ეს ფილმი უნიკალურია თუნდაც იმიტომ, რომ მას 12 სხვადასხვა პერსონაჟის თამაში მოუწია (ნეანდერტალელის ჩათვლით). მან ითამაშა 120 წლის მოხუცის როლიც.
„ფილმის გადაღების დროს მე ჩემმა ცხოვრებამ ჩამაფიქრა. მაგალითად, რა მოხდებოდა, ერთ დღეს ჩემი პირველი სიმღერა რომ არ დამეწერა?.. კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია. ნეტავ, რა მოხდებოდა?.. “ - ამბობდა ჯარედი.
რაც ყველაზე საინტერესოა, მისი როლი გართულებული იყო იმით, რომ ფილმში ნაკლებადაა კომპიუტერული ეფექტები. მოხუცის როლის შესრულებისთვის, ჯარედს ყოველდღე უკეთებდნენ გრიმს და ეს 5-6 საათი გრძელდებოდა. მაგრამ ჯარედს სირთულეების არ ეშინია, მას უყვარს, როდესაც ყველაფერი ნამდვილია, თუნდაც გავიხსენოთ “Chapter 27“, ამ როლის შესრულების დროს მას 30 კილოგრამის მომატება დასჭირდა.


“Mr. Nobody -ის გამო მას თავისი ხმის დამუშავება მოუწია, ის ყოველდღე ძაბავდა ყელს, რომ მოხუცივით ელაპარაკა. ის რისკავდა დაეკარგა ხმა და გაეფუჭებინა მისი მუსიკალური კარიერა, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა და მისი შესანიშნავი ხმის გაგონება ნებისმიერ კონცერტზე შეგიძლიათ.

No comments:

Post a Comment

ბლოგსაქექი