Tuesday, August 10, 2010

წერილები მარსიდან..

მოგესალმებით ულამაზესი ქვეყნიდან, რომელიც მანჰეტენზე პატარა და ბერბანკზე დიდია + ქუჩები საღეჭი რეზინების გარეშე - სინგაპური!
აზიაში ჩვენი შოუ 2007 წლის შემდეგ არ ჩატარებულა, სად ვიყავით აქამდე? ციხეში, დიახ, მაგრამ დრო მალე გავიდა.

დიდი მადლობა მათ, ვინც ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში ჩვენთან მოვიდნენ და ისეთი შესანიშნავი მაყურებლები იყვნენ აქამდე რომ არ გვყოლია. მგონი, სცენაზე ამოყვანილ ეშელონებს შორის, ერთერთს დანაც შევნიშნე. ფრთხილად იყავით ამ ხალხთან, ისინი ძალიან მგრძნობიარეები არიან.

ამ კვირის საუკეთესო ახალი ამბავი კი ის იყო, რომ ჩვენ MTV VMA-ს 4 ნომინაციაში წარგვადგინეს.
(ოთხში!!!) ეს სრულიად მოულოდნელი იყო. ჩემი პირველი სიტყვები იყო: HOLYF***INGS***. F***. F***. F*** (ამის გადათარგნას არ ვაპირებ :D ) დიახ, უზრდელი ვარ... :D
რა თქმა უნდა, ამ ნომინაციებზე წარდგენაც კი დიდი პატივია. ვიცი, ბართ კუბინსი ძალიან იამაყებს, მაგრამ ის ჯერ საავადმყოფოშია, გამოკვლევებზე და ჯერ ვერ გამოკეთდა, მაგრამ თუ გსურთ მას ყვავილები გაუგზავნოთ, ამ მისამართზე გაგზავნეთ... ”The Emerson Psychiatric Institute – Greenfield, Mass., 70032″.
ჩვენ მადლიერები ვართ, რომ ლეგენდარულ ემინემითან და Lady Gaga-სთან ერთად გავატარეთ დრო. არც ისე ხშირია მარსების ხილვა ასეთ პრესტიჟულ საზოგადოებაში.
დიახ, რთულია ასეთი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა, ისინი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანები არიან.
მაგრამ.. ჩვენ გავერთობით და არ დავნებდებით ბრძოლის გარეშე! მე არ ვიქნები შოკში, თუ ეშელონი გაგვახარებს... და დარწმუნებული ვარ, არა მარტო მე..
და როგორც ადრე ვთქვი.. ვინ იცის - თუ თქვენ გსურთ გაიაროთ მეოცნების გზა, ყველაფერი შესაძლებელია.
იქამდე მიეცით ხმა, სანამ თითები სისხლში არ გექნებათ!
-Jared

ესაა სურათი, სადაც აღბეჭდილია ხალხი, რომლიც ელოდება ჩვენს შოუს ახალ ზელანდიაში. სურათის გადაღება იქამდე მოვასწარი, სანამ არავინ მიყურებდა, მაგრამ მოგვიანებით ვიღაცამ შემნიშნა, ჰა! შოუ შესანიშნავი იყო, ახალ ზელანდიელებმა იციან როგორ უნდა გაერთონ!!!
-Shannon

კვლავ დავბრუნდით აზიაში! სამი წელია, რაც აქ არ ვყოფილვართ და ახლა პირველად ვართ სინგაპურში. ეს სურათი ჩემი აივნიდან გადავიღე და ვერ ვიჯერებდი, რომ ქალაქი ასეთი ლამაზი იყო. მე მხოლოდ მამაჩემის ძველი წიგნი მახსენდება, რომელშიც სიდ მიდის ნახატები იყო. თითქოს ეს ადგილი ამ წიგნის ფურცლებიდან იყო ამოხეული და აქ გადმოტანილი.
მშვენიერი ხალხი, ძალიან სუფთა ქუჩები და კარგი საჭმელიც. ძალიან მაგარი იყო აქ კონცერტის ჩატარება, ამაზე ბევრს ვლაპარაკობდით. მე ვიმედოვნებ, რომ მალე დავბრუნდებით და მთლ აზიაში მოვაწყობთ ტურს! იაპონია, მოვდივართ!!!
-Tomo

No comments:

Post a Comment

ბლოგსაქექი