Tuesday, August 10, 2010

მომავალი კლიპი!


30 Seconds To Mars არასდროს ეპყრობა კლიპის გადაღებას, როგორც თამაშს, ხოლო მომავლისთვის ისინი კლიპზე მუშაობას ტროპიკებში გეგმავენ!

„საინტერესო იქნება თუ ჩვენ ტროპიკებში გადაღებული კლიპიც გვექნება. დიახ, ჩვენ ამაზე ვფიქრობთ,“ ამბობს ჯარედ ლეტო.
30 Seconds To Mars-სთვის, პატარა ვიდეოები დიდ დატვირთვას იძენს, ისინი გადმოსცემენ სიმღერის მთავარ აზრს, ამიტომ ბიჭები ყოველთვის ცდილობენ გადაიღონ იდეალური კლიპები.
მათი ყველა ვიდეო სრულყოფილებამდეა მიყვანილი. თუნდაც "Closer To The Edge", "From Yesterday" და "Kings And Queens". ნუთუ არსებობს სხვანაირი სცენარი ოცნების კლიპისთვის?
"ჩვენ გვსურს შევქმნათ ვიდეო, რომელიც არ იქნება მოთავსებული მიღებულ ჩარჩოებში, მაგალითად დროის მანქანით გადახვიდე სხვადასხვა დროის მონაკვეთში, ან ეწვიო ნებისმიერ ადგილს დედამიწაზე," გვიხსნის ჯარედი.
ასევე უნდა ავღნიშნოთ დღევანდელი პატარა განცხადება, რომელიც twitter-ზე გაკეთდა:
Hey UK, what song would you like to hear as our next single?!

No comments:

Post a Comment

ბლოგსაქექი